უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
“უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ოფიციალურად შეიტანა სარჩელი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს გენოციდის ცნებით მანიპულირებისთვის აგრესიის გასამართლებლად. ჩვენ მოვითხოვთ, სასამართლომ დაუყოვნებლივ დაავალოს რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მომავალ კვირას დანიშნოს სხდომა” – წერს ზელენსკი.
[sexy_author_bio]