10 ივლისს უკრაინელმა ჯარისკაცებმა მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემით, HIMARS-ით სულ მცირე 11 დარტყმა მიაყენეს რუს ჯარს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის Facebook-ზე წერს.
“სულ მცირე 11 ახალი სარაკეტო დარტყმა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე მაცოცხლებელი HIMARS-ის დახმარებით. სამიზნეებზე დარტყმა (საბრძოლო საწყობები, GSM) მარიუპოლში, ალჩევსკში, შახტერსკში, კიროვსკის, ხარციზკში, ჩისტიაკოვში, ზუგრესში, პრიდოროჟნოიში, ლოვაისკში, კალინას მაღაროში და დონეცკის ლენინის რაიონში შევძელით”. – წერს არესტოვიჩი.
CNN-მა აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას კიდევ 4 მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას, HIMARS-ს გადასცემს.
უკრაინამ აშშ-სგან ჯამში 12 HIMARS მიიღო.
ავტორი