FRANCE 24-ის ინფორმაციით, კიევმა განაცხადა, რომ უკრაინამ უკან დაიხია ჯარები ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონის რამდენიმე სოფლის მახლობლად, სადაც რუსული ძალები წინ მიიწევენ.
„ზოგიერთ რაიონში, ლუკიანცისა და ვოვჩანსკის ირგვლივ, მტრის ცეცხლისა და სახმელეთო ჯარების თავდასხმის საპასუხოდ და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადასარჩენად და დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, ჩვენმა ქვედანაყოფებმა მანევრირება მოახდინეს და გადავიდნენ უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე“,_ განაცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა ღამით.
მაუწყებლის ინფორმაციით, ორწლიანი ომის განმავლობაში ორივე მხარე ჩვეულებრივ იყენებს უფრო „ხელსაყრელ პოზიციებზე“ გადასვლის ენას უკანდახევის აღსანიშნავად.