უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის ნიშნად ელჩი იგორ კიზიმი ბელარუსიდან გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას eurointegration ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის საგარეო უწყების განმარტებით, 15 აგვისტოს პრეზიდენტმა ლუკაშენკომ კომპანია ,,ვაგნერის“ მებრძოლები რუსეთს გადასცა, იმის მიუხედავად, რომ მათ ექსტრადირებას ოფიციალური კიევი ითხოვდა.
უწყების ხელმძღვანელი დიმიტრი კულება აღნიშნავს, რომ მინსკის ამ ნაბიჯმა დააზარალა ბელარუსსა და უკრაინას შორის არსებული ნდობა.
,,ასეთი ზომას ბელარუსთან ურთიერთობის ისტორიის განმავლობაში პირველად ვიღებთ და ამას მხოლოდ და მხოლოდ მინსკის დაუშვებელი ქმედებების გამო ვაკეთებ.
ბელარუსში სიტუაციის დარეგულირებაში რუსეთის შესაძლო ჩართულობა ახალ საფრთხეებს შეუქმნის როგორც მოსახლეობის პირად უსაფრთხოებას, ასევე რეგიონს“,_ განცხადა კულებამ.
მისივე განცხადებით, ლუკაშენკო ბოლო დროს უკრაინის მიმართ უსაფუძვლოდ მტრული გამონათქვამებით გამოირჩევა. მაგალითად, 16 აგვისტოს მან ოფიციალური კიევი მეზობელ ნატოს წევრ ქვეყნებთან ბელარუსის წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში დაადანაშაულა.






























































