უკრაინის შეიარაღებული საზღვაო ძალების ცნობით, 19 მაისის ღამეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პროექტ 266-M-ის ტრალერი „კოვროვეცი“ გაანადგურეს.
ტრალერი არის სპეციალური დანიშნულების გემი, რომლის ამოცანაა მოძებნოს, აღმოაჩინოს და გაანადგუროს საზღვაო ნაღმები.
განადგურებული ხომალდი მოდიფიცირებული იყო და განსხვავდებოდა საბჭოთა წინამორბედებისგან ნაღმების მოსაძიებელი და გამანადგურებელი უფრო მოწინავე აღჭურვილობით, ასევე დაბალი აკუსტიკური ველით.
კოვროვეცის სიგრძე 61 მეტრია, ხოლო ეკიპაჟის რაოდენობა თითქმის 70 ადამიანს შეადგენს.
ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გემის ჩაძირვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ავტორი