დიდი ბრიტანეთის დაზვერვა განახლებაში წერს, რომ უკრაინამ სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავებით ოკუპანტების წინსვლა აღკვეთა, ასევე წერს, რომ 30 ივნისს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის კუნძული ზმეინი დატოვეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ კუნძულზე არსებული დავალებები შეასრულეს და მას “კეთილი ნების გამოხატვის მიზნით” ტოვებენ.
“უკრაინის სამხედრო ძალებმა სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების მეშვეობით ოკუპანტების წინსვლა აღკვეთეს. რუსეთის სამხედრო ძალებმა, დიდი ალბათობით, ზმეინის კუნძული უკრაინის ქვედანაყოფების მხრიდან თავდასხმების გამო დატოვეს და არა როგორც “კეთილი ნების ჟესტი”, როგორც ამტკიცებენ.
რუსეთის სახმელეთო ჯარების მტკიცებით, ლისჩანსკის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელი პრივილა დაიკავეს. ამასთან ერთად, ლისჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გარშემო ინტენსიური ბრძოლები, სავარაუდოდ, გრძელდება”. – წერია ანგარიშში.
ავტორი