უკრაინაში გმირულად დაღუპული 21 წლის ნიკა შანავა ვარკეთილში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
დაკრძალვაზე იმყოფებოდა ასევე საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი.
ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.
ქართველი სამხედრო 9 აპრილს, თანამებრძოლებთან ერთად, წარმატებული ოპერაციიდან ბრუნდებოდა, როდესაც საოკუპაციო არმიამ ტერიტორია დაბომბა. ქალაქ იზიუმში მასთან ერთად დაიღუპა დავით მენაბდიშვილი, რომელიც სამხედრო პატივით გუშინ დაკრძალეს.
პუტინის აგრესიას უკრაინაში უკვე 9 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.