დღეს, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია დაკრძალეს. ადგილზე, სიმბოლურად, რუსეთის დროშა დაწვეს, რომელიც, ამ დღეების განმავლობაში, ედიშერ კვარაცხელიას სახლის შესასვლელთან ფეხის საწმენდის ნაცვლად იყო გამოყენებული.
ედიშერ კვარაცხელია პროფესიონალი სამხედრო უკრაინის არმიაში 2014 წლიდან მსახურობდა, იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.
ის 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა.
ის უკვე მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში პუტინის ომს ემსხვერპლა.
ავტორი