რუსეთის ფედერაციის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსეი ვოვჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დროს დაშავებული რუსი ჯარისკაცების დაახლოებით 54%-ს კიდურის ამპუტაცია აქვს, იტყობინება სამშაბათს რუსული სამთავრობო გაზეთი Rossiyskaya Gazeta.
”ეს არის დიდი რიცხვი. ჩვენ არ გვაქვს ამპუტაციების ასეთი მაღალი პროცენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამოქალაქო პირებს შორის”, – თქვა ვოვჩენკომ ფედერაციაში დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციაზე საუბრისას მრგვალ მაგიდაზე რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში.
ზედა კიდურების ამპუტაცია შეადგენს იმ ამპუტაციების 20%-ს, რაც უკრაინაში ბრძოლის ველზე დაჭრილ რუს ჯარისკაცებს ჰქონდათ,_ აღნიშნა ვოვჩენკომ.
ვოვჩენკომ თქვა, რომ დაშავებულ რუსი ჯარისკაცებს, რომლებიც მკურნალობას ითხოვენ, საშუალოდ სამი პროთეზი და სამედიცინო მოვლის საშუალება გამოეწერათ.
„ეს არის არა მხოლოდ პროთეზირება, არამედ სხვადასხვა ტიპის ეტლები, სპეციალური ტანსაცმელი და ორთოპედიული ფეხსაცმელი“, – თქვა ვოვჩენკომ.