რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საკონცერტო დარბაზზე თავდასხმელები უკრაინაში გაქცევის დროს დააკავეს. ინფორმაციას ap ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 4 ადამიანი.
საონფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, კიევმა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის მონაწილეობა პარასკევის კრასნოგორსკში, Crocus City Hall-ის მუსიკალურ დარბაზში, მომხდარ თავდასხმაში. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამური სახელმწიფოს” ავღანეთის ფილიალმა აიღო.
აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა დაადასტურეს “ისლამური სახელმწიფოს” ფილიალის განცხადება, თუმცა, პუტინს “ისლამური სახელმწიფო” არ უხსენებია. კიევმა დაადანაშაულა ის და სხვა რუსი პოლიტიკოსები უკრაინის თავდასხმასთან ცრუ კავშირში, რომ გამოიწვიოს ენთუზიაზმი რუსეთის ომისთვის უკრაინაში.
ინფორმაციისთვის, მოსკოვში საკონცერტო დარბაზში ცეცხლის გახსნას 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.