უკრაინაში მყოფი ქართველის, ვანო ნადირაძის ინფორმაციით, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. თავდაპირველად ნადირაძემ Facebook-ზე ინფორმაცია გაავრცელა ქართველი პარტიზანების ერთი წევრის გარდაცვალებაზე
შემდეგ კიდევ ორი მებრძოლის დაღუპვის შესახებ დაწერა.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში კიდევ 6 ქართველი მებრძოლი დაიღუპა – გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი. მარიუპოლის ალყის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.