უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.
“2 დღის წინ დამირეკა, სანამ არ ჩამოხვალ სიკვდილს არ ვაპირებ, ლამაზი გასვენება უნდა მომიწყოო.
აღარ მინდა ხალხო, აღარ შემიძლია!
დღეს ხარკოვთან დაეცა ჩემი ოცდამესამე ომის ძმაკაცი!”_ წერს მაქარაშვილი.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ხვიჩა გვირჯიშვილია.