უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, 38 წლის რატი შურღაია ქალაქ იზიუმთან, ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპა.
ის წარმოშობით სამეგრელოდან, კერძოდ კი, სენაკიდან იყო.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოხდება ცხედრის გადმოსვენება სამშობლოში.