უკრაინაში რკინიგზის სადგური დაბომბეს,_ ამის შესახებ განაცხადა უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიის თავმჯდომარემ.
“წუხელ კიდევ ერთი რკინიგზის სადგური დაბომბეს რუსეთის ჯარებმა. ისინი აგრძელებენ დარტყმებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურისკენ. მსხვერპლი არ არის არც სამოქალაქო პირებს შორის და არც რკინიგზის მუშაკებს შორის”,_ თქვა თავმჯდომარემ, ალექსანდრე კამიშინმა.
მისი ინფორმაციით, დაზიანდა ხუთი ლოკომოტივი, , ასევე ლიანდაგი და ელექტროგადამცემი ხაზები.
კამიშინს ლოკაცია არ დაუსახელებია.