2 ნოემბერს უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 23 393 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას gordonua.com ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გაავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2 ნოემბერს უკრაინაში დაფიქსირდა COVID 19-ის 23 393 ახალი დადასტურებული შემთხვევა (აქედან 1406 ბავშვებში, 421 ჯანდაცვის მუშაკებში). გარდაცვლილია 720, გამოჯანმრთელებულია 11 937“, _ ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულთა უმეტესობა კიევის (2024), დნეპროპეტროვსკის (1935) და ოდესის (1858) რეგიონებში აღმოჩნდა.
უკრაინაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 2 979 086 შემთხვევაა დადასტურებული, COVID-19-ით 69 447 პაციენტი გარდაიცვალა, 2 466 674 გამოჯანმრთელდა.