ukrinform-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა საუდის არაბეთში შეხვედრის მზადების შესახებ სახელმწიფოს მეთაურების მრჩევლების დონეზე.
ერმაკის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილავენ, უკრაინის ინიციატივების გახორციელებას ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის მიზნით.
მან აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა იქნება შუალედური ეტაპი უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე შეთანხმებისთვის, რომელიც შემდეგ განიხილება დამფუძნებელ გლობალურ სამიტზე სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, რომელიც შესაძლოა წლის ბოლომდე მოხდეს.