მსოფლიო “გადის ბნელ საათს ჩვენს საერთო ისტორიაში” რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით,_BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მთავარ აზიელ მოკავშირეებთან შეხვედრაზე გააკეთა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ომი ახლა იქცა “გლობალურ საკითხად”, რაც ხაზს უსვამს საერთაშორისო წესრიგის დაცვის მნიშვნელობას.
როგორც ცნობილია, ბაიდენი ტოკიოში ხვდება იაპონიის, ავსტრალიისა და ინდოეთის ლიდერებს აზიაში.
ოთხი ქვეყანა, რომლებიც ერთობლივად ცნობილია როგორც Quad, განიხილავენ უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებს, მათ შორის ჩინეთის მზარდ გავლენას რეგიონში და განსხვავებებს რუსეთის შეჭრის გამო.