რუსეთის შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში სულ 390 ბავშვი დაიღუპა და 757 დაიჭრა.
ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ Telegram-ის პოსტზე განაცხადა, იუწყება Ukrinform.
„2022 წლის 18 სექტემბრის დილის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1147-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 390 ბავშვი, ხოლო 757-ზე მეტმიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები”, – ნათქვამია ანგარიშში.