უკრაინაში კარანტინი 24 აპრილამდე გახანგრძლივდა და საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას unian ავრცელებს.
როგორც უკრაინის მთავრობის სხდომაზე დღეს გადაწყდა, საგანგებო სიტუაციის რეჟიმი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობში იმოქმედებს, საჭიროების შემთხვევაში კი საგანგებო ზომები გახანგრძლივდება.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 113 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 16 ბოლო ერთ დღეში.
გარდაცვლილია სულ ოთხი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.