უკრაინის ხელისუფლებამ საომარი მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ყოფილი სამხედრო პატიმრების გათავისუფლება დაიწყო. ამის შესახებ hromadske გენერალური პროკურატურის პროკურორის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
პროკურორის განცხადებით, ეს საკითხი უმაღლეს დონეზე წყდება და გათავისუფლებისთანავე გათვალისწინებული იქნება საბრძოლო გამოცდილება, სახელმწიფოს წინაშე დამსახურებები და გულწრფელი მონანიება.
”ყოფილი სამხედროები, რომლებმაც მზაობა გამოთქვეს ქვეყნის დასაცავად საომარი მდგომარეობის დროს, გათავისუფლდებიან თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან და წინასწარი დაკავების ცენტრებიდან,” – თქვა ანდრეი სინიუკმა.
hromadske წერს, რომ უკვე გათავისუფლადა, ხერსონის აქტივისვით, კატერინა განძიუკზე თავდასხმის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული სერხი ტორბინი, ის უკვე წავიდა საბრძოლო დავალებებზე. მას ასევე უფლება მისცეს აეყვანა ათეული ადამიანი, რომლებიც მან შეარჩია ამჟამინდელი მსჯავრდებულებიდან.
ასევე, ომის დროს უკვე გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დმიტრო ბალაბუხა, რომელიც გაასამართლეს ავტობუსის გაჩერებაზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის.
გარდა ამისა, ტორნადოს ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა რუსლან ონიშჩენკომ და დონბასის მეთაურმა სემენ სემენჩენკომ დაწერეს განცხადება საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. მაგრამ მათი საკითხი ჯერ კიდევ შეუთანხმებელია.
„საკითხი კომპლექსურია და უმაღლეს დონეზე წყდება. ჩვენ ვსაუბრობთ უამრავ ადამიანზე, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან და უკვე იხდიან სასჯელს მთელი ქვეყნის მასშტაბით , ” – თქვა პროკურორმა ანდრეი სინიუკმა.