ამერიკელმა მილიარდერის ჯორჯ სოროსის თქმთ, ცივილზაცია შეიძლება ვერ გადაურჩეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრას, ეს შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იყოს.
აღნიშნულს შესახებ ინვესტორმა და ფილანტროპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამზე საუბრისას თქვა, სადაც, ასევე აღნიშნა, რომ ომმა ბოლომდე შეარყია ევროპა.
მან, მსოფლიოს მოუწოდა, გამოიყენოს ყველა რესურსი ომის ადრეული დასასრულის მისაღწევად და აღნიშნა, რომ თავისუფალი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა დასავლეთის მიერ პრეზიდენტ პუტინის ძალების დამარცხებაა.
“ჩვენი ცივილიზაციის შენარჩუნების საუკეთესო და ალბათ ერთადერთი გზა პუტინის რაც შეიძლება მალე დამარცხებაა”, – აღნიშნა მან.
მილიარდელის თქმით, შედეგს ვერ იწინასწარმეტყველებს, თუმცა “უკრაინას ბრძოლის შანსი აქვს.
მისი თქმით, ევროპა უფრო ძლიერ მდგომარეობაშია, ვიდრე ფიქრობდა, რუსულ გაზზე დამოკიდებულების კუთხით
სოროსმა, ასევე აღნიშნა, რომ პუტინმა გაზი ევროპაში ექსპორტის ნაცვლად საწყობში ჩადო, რამაც დეფიციტი შექმნა. მაგრამ რუსეთ ივლისისთვის ამოეწურება სასაწყობო სივრცე და სხვა არჩევანი არ ექნება გარდა იმისა, რომ მიყიდოს ევროპას, რომელიც მისი ერთადერთი ბაზარია
„ვფიქრობ, პუტინი ძალიან ჭკვიანურად აშანტაჟებდა ევროპას, იმუქრებოდა გაზის გათიშვით, მაგრამ რეალურად მისი საქმე გაცილებით ნაკლებად ძლიერია, ვიდრე ის ამტკიცებს“, – თქვა სოროსმა
ცნობისთვის, ევროკავშირი ცდილობს ორი მესამედით შეამციროს დამოკიდებულება.
ავტორი