უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით არახამია “ქართული ოცნების” მხილებას აანონსებს. მან, ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ტელეგრამ არხზე გაავრცელა.
დავით არახამია ისევ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და იმ ქართველი მინისტრების და დეპუტატების საბანკო ანგარიშების გამოქვეყნებაზე საუბრობს, რომლებზეც საეჭვო ფული ბრუნავს.
საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან მოვისმინეთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს. საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება და რა თქმა უნდა, ცნობილი გახდება ივანიშვილის კავშირებზეც, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციები გვერდის ავლაში. არ შევარჩენთ არავის ვინც უკრაინელების სიკვდილით ფულს შოულობს, _ წერს არახამია.
ავტორი