რუსი პროპაგანდისტების ცნობები ბახმუტის მიმართულებით რამდენიმე დასახლებული პუნქტის სავარაუდო კონტროლის შესახებ არ შეესაბამება რეალობას. სწორედ უკრაინელმა სამხედროებმა განახორციელეს ძალიან წარმატებული კონტრშეტევა. – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელმა სამხედოებმა ბახმუტთან კონტრშეტევა წამოიწყეს და რუს ოკუპანტებს უკან დაახევინეს.
თუმცა, არესტოვიში არ აკონტრეტებსს ფრონტის რომელ მონაკვეთზე განდევნეს რუსები უკან
,,სვატოვოეს მიმდებარედ გარკვეული წინსვლა იყო. რუსი სამხედროები კონტრშეტევას ცდილობდნენ, თუმცა ვერაფერი მიიღეს, ვერსად წავიდნენ წინ. ბახმუტთან ჩვენებმა კონტრშეტევა მოაწყვეს და უკან დაიხიეს [ოკუპანტებმა] ჩვენებმა კონტრშეტევა მოაწყვეს და ერთ-ერთი ადგილიდან მოისროლეს. არ ვამბობთ, რომელი ადგილიდან, რადგან გენერალურ შტაბს ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია”. – თქვა არესტოვიჩმა.
მან, ასევე აღნიშნა, რომ გორლოვკა-მარინკას ხაზზეც იგივე ვითარებაა.
ავტორი