უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, – ინფორმაციას უკრიანული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ სოფელი ზარეჩნოე გათავისუფლდა და იქ უკრაინის დროშა აღმართეს.
„425-ე ცალკეული შემტევი პოლკის „სკალას“ ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ ზარეჩნოეზე სრული კონტროლი აიღეს“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.






























































