უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობი ააფეთქეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობა ტელგრამ არხზე ავრცელებს.
“ნოვომაიორსკე, დონეცკის ოლქი. ააფეთქეს რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობი”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეიარაღებული ძალები, ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალასაც აქვეყნებს.