კონტრშეტევის დაწყების დღიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით რუსი ოკუპანტებისაგან 130 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა Telegram-ზე გააკეთა.
მალიარის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვითარება სამხრეთის მიმართულებით უცვლელი დარჩა. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ კონტრშეტევის ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის სექტორებში.