უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მათ სულ მცირე ორი რუსული სამხედრო პოზიცია გაანადგურეს ოკუპირებულ კუნძულ ზმეინზე.
დარტყმა ბაირაქტარის უპილოტო საფრენი აპარატის, სამხედრო დრონით განხორციელდა.
ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალები აქვყნებს, რომელშიც ჩანს, რომ სამხედრო დარტყმების სამიზნე იყო ტერიტორია შენობასა და საკომუნიკაციო კოშკს შორის და სხვა ტერიტორია, რომელიც, როგორც ჩანს, შეიცავდა საბრძოლო მასალას ან სხვა ასაფეთქებელ ნივთიერებას. ასევე მეორე ზონაში რამდენიმე აფეთქება შეინიშნება.
კუნძულ ზმეინზე და მასზე მყოფმა უკრაინელმა მესაზღვრეებმა მნიშვნელოვანი ცნობადობა მოიპოვეს რუსული შემოჭრის დასაწყისში, როდესაც კუნძული რუსი ჯარისკაცების სამიზნე გახდა და უკრაინელმა მესაზღვრეებმა უარი თქვეს დანებებაზე.
ავტორი