ამ დილით უკრაინის საჰაერო სამხედრო ძალებმა გამოაქვეყნეს ვიდეო კურსკის ოლქში კიდევ ერთი ხიდის აფეთქების შესახებ, _ იუწყება pravda.com.ua.
„კურსკის მიმართულება _ მინუს კიდევ ერთი ხიდი.
საჰაერო ძალების ავიაცია ზუსტი დარტყმებით აგრძელებს მტრის ლოჯისტიკური შესაძლებლობების განადგურებას, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მფრინავებს პროფესინალიზმისა და შედეგისთვის“, _ ამბობს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი.