ლუგანსკის რაიონში, უკრაინელმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსული Mi-24 ვერტმფრენი ჩამოაგდეს – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ჯარების სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იტყობინება.
,,დღეს, 12 მაისს, ლუგანსკის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 81-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის საზენიტო მსროლელმა აღმოაჩინა მტრის ოთხი ვერტმფრენის ჯგუფი და ჩამოაგდო ერთ-ერთი მათგანი Stinger-ით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული “კა-52” ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ეს რუსული ვერტმფრენი 16 მილიონი დოლარი ღირს.
ავტორი