უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ქალაქ იენაკიევოვის მახლობლად რუსული სუ-34 გამანადგურებელი ჩამოაგდეს. ქალაქი თვითგამოცხადებული DPR-ის ტერიტორიაზე მდებარეობს.
,,ვოსტოკის საჰაერო სარდლობის ნიკოპოლის საზენიტო-სარაკეტო პოლკის საზენიტო მსროლელებმა გაანადგურეს რუსული Su-34 გამანადგურებელი-ბომბდამშენი. ერთ-ერთი პილოტი დაიღუპა, მეორე კი სავარაუდოდ დაშავდა”, – აცხადებს შეიარაღებული ძალები.
იენაკიევოში ავიაკატასტროფის შესახებ რუსეთის სახელმწიფო უწყებებმაც გაავრცელეს ინფორმაცია. რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული ქალაქის მერი ამტკიცებს, რომ ორივე პილოტმა შეძლო კატაპულტირება.
ავტორი