უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში ქალაქი ჩკალოვსკი გაათავისუფლეს. – ამის შესახებ ინფორმციას პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სექტემბრიდან უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიის 2 ათასამდე კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა.
“ყველგან ასე იქნება. ჩვენ ოკუპანტებს ყველა უკრაინის ქალაქიდან და სოფლიდან განვდევნით”,– წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ქვეყნის სამხრეთით უკრანული ჯარის წარმატებული კონტრშეტევები გრძელდება. ბოლო სამ დღეში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები, მათ შორის, იზიუმი, კუპიანსკი, ლიმანი, დონეცკის მიმართულება, ვასილევსკია, სავინსკი და სრტემეკა.
ავტორი