უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონის ქალაქ მარიუპოლზე კონტროლი სრულად აღადგინეს. წერს სააგენტო unian.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, განადგურდა სულ მცირე ექვსი თვითმფრინავი, ორი შვეულმფრენი და მტრის ათობით ჯავშანმანქანა.
„ჩვენი ჯარების ძალებმა სრული კონტროლის ქვეშ დააბრუნეს ქალაქები მარიუპოლი და შჩასტია. განადგურდა სულ მცირე ექვსი თვითმფრინავი, ორი შვეულმფრენი და მტრის ათობით ჯავშანმანქანა. რთული ვითარებაა ხერსონის მიმართულებით, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები უკუაგდებენ აგრესორს“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
გამოცემა წერს, რომ ამავდროულად, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხარკოვის მიმართულებით და გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, სადაც მტერმა ზარალი განიცადა.
[sexy_author_bio]