უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევა ხარკოვისა და დონეცკის ოლქების ექვსი დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქებზე 10 სარაკეტო და 58 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, ასევე 60-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. ასევე მოწინააღმდეგემ გამოიყენა ირანული წარმოების 43 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 38 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
მტრის სამიზნე გახდა 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.
გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს სამი ფრთოსანი რაკეტა. განადგურებულია საბრძოლო მასალების საწყობი.