“ბრძოლის დროს რუსეთმა დიდი დანაკარგი განიცადა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით და უკან დაიხია. უკრაინელმა სამხედროებმა კი რუსი დამპყრობლები ტყვედ აიყვანეს” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
როგორც გენერალური შტაბი აცხადებს, ტყვეები 91701 იამპოლის მოტორიზებული ბატალიონიდან არიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა.
[sexy_author_bio]