კიევის რეგიონში, ქალაქ ვასილკოვთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული დესანტით სავსე IL-76 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანის გენშტაბი ავრცელებს.
“ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს IL-76 მტრის დესანტით ვასილკოვის რაიონში. ეს არის შურისძიება 2014 წლის ლუგანსკისთვის. სიკვდილი მოწინააღმდეგეებს!” – წერია განცხადებში.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
[sexy_author_bio]