“საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემ პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის!
ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!”_ ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერის განცხადებას.
პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ საქართველო არ მიიღებს მონაწილებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში.