დღეს, ოზურგეთში სტუმრად იმყოფებოდა უკრანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი. ის ჯერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შემდეგ კი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გადაინაცვლეს.
აქ ელჩისსაპატივცემულოდ სახელდახელო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო ანსამბლი „გურია“, ფოლკლორული ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ვახტანგური“ და სხვები. მათ შეასრულეს როგორც ქართული, ისე უკრაინული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები.
_ მე უკრაინელი ვარ, უკრაინაში დავიბადე და არასდროს მიმღერია, მაგრამ აქ, გურიაში რომ დავბადებულიყავი, აუცილებლად ვიმღერებდი თქვენთან ერთად, – თქვა უკრანის ელჩმა თავის მოკლე ემოციურ მისალმებაში, სადაც ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობის და მათი ხელოვნების მიმართ პატივისცემა გამოხატა.
„გურია ნიუსთან“ ამ შეხვედრის შესახებ კომეტარი გააკეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა:
_უკრაინის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს დამეგობრებული საქართველოს და უკრაინის მუნიციპლიტეტებს შორის, დეტალურად აქვს ინფორმაცია. მას უნდოდა, რომ პირადად ენახადა და გაეგონა კულტურული და ეკონომიკური შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ოზურგეთს გააჩნია. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ოზურგეთში. საუბარი ძირითადად გვქონდა იმ რესურსებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს იგივე ტურიზმთან, ეკონომიკასთან დაკავშირებით და თავისთავად კულტურის საკითხებზეც. მან გვითხრა, რომ გენიჩესკში ელოდება ოზურგეთის დელეგაციას. ჩვენი წინადადებაც ასევე იყო , რომ დავიწყოთ ეკონომიკური თანამშრომლობა ამ რეგიონებს შორის. მე დარწმუნბული ვარ რომ ამ პროცესში მისი მხარდაჭერა იქნება მაქსიმალური. ტურიზმის მიმართულებითაც , ვისაუბრეთ რომ უკრაინულ ტურისტულ კომპანიებთანაც მოეწყოს შეხვედრა და გვითხრა, რომ ეს სრულებით შესაძლებელია ან საელჩოში, ან საკონსულოში, რომელიც ახლა ბათუმში გაიხსნა. გვინდა, რომ პრეზენტაცია გავაკეთოთ ოზურგეთის და გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ, – გვითხრა მან.