რუსეთმა გააძლიერა ბახმუტის დაბომბვა იმ იმედით, რომ მას სამშაბათამდე აიღებს,_ ამის შესახებ განაცხადა უკრაინის მთავარმა გენერალმა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ამის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ცნობისთვის, სამშაბათს, 9 მაისს რუსეთში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახალხო დღესასწაულია, რომელიც აღნიშნავს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების წლისთავს.
უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა გაზარდეს ქალაქის მძიმე იარაღით დაბომბვის ინტენსივობა, დაიწყეს უფრო მოწინავე აღჭურვილობის გამოყენება და ჯარების გადაჯგუფება.
აღნიშნული ინფორმაცია Reuters-მა დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა.
”დღეს მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების რაც შეიძლება სწრაფად მიღება და მტრის მოქმედებების პროგნოზირება”, – თქვა სირსკიმ თავის Telegram არხზე ბახმუტის ფრონტის ხაზის გასწვრივ ჯარებში ვიზიტის შემდეგ.
“რუსებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ 9 მაისამდე აიღებენ ქალაქს. ჩვენი ამოცანაა ამის პრევენცია”,_ განაცხადა მან.
მოსკოვი ბახმუტს უკრაინის სხვა ქალაქებზე თავდასხმის საფეხურად ხედავს. კიევმა ადრე თქვა, რომ ბახმუტის დაცვის შენარჩუნება სამხედროებს საშუალებას აძლევს მოამზადონ მოსალოდნელი კონტრშეტევა.
ვაგნერის უფროსმა ევგენი პრიგოჟინმა კვირას უკან დაიხია ბახმუტიდან და სირსკიმ თქვა, რომ გაძლიერებული ბრძოლები “გვიჩვენებს, რომ მტერი არ აპირებს შეცვალოს მათი გეგმები და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბახმუტზე აიღოს კონტროლი და განაგრძოს შეტევითი მოქმედებები”.