ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 79 ბავშვი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი დაშავებულია კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონისა და ჟიტომირის ოლქებში. აღსანიშნავია, რომ რეალური რიცხვი შესაძლოა უფრო დიდი იყოს, ვინაიდან აქტიური სამხედრო მოქმედებების ზონაში წვდომა ამ ეტაპზე არ არსებობს.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით განადგურებულია 280-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, 9 მათგანი – სრულად.