უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლებულ პუნქტში 200-მდე რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განხორციელდა.
„მოწინააღმდეგე აგრძელებს დანაკარგების განცდას. მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის ფედოროვკას დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე 200-მდე ოკუპანტის ლიკვიდაცია განხორციელდა. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქში, პოლოგისა და ველიკა ბელოზერკას მახლობლად, რუსული ძალების 115 ჯარისკაცი დაიჭრა და 5 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, საზენიტო სარაკეტო სისტემა და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა.
„დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 10 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ტერიტორიებს, 3 დარტყმა კი – საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს. მათ მტრის კუთვნილი Orlan-10 ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 7 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 5 საცავსა და 2 სარადარო სადგურს დაარტყეს.