დღეს, 15 საათზე სამტრედიის ქალაქის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედნისა და შინმოუსვლელი ჯარისკაცის დედის ძეგლის მიმდებარედ ოპოზიციამ, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
,,ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი. რუსი აგრესორი უკრაინის სახით მთელ ცივილიზებულ სამყაროს ებრძვის. ამდენად, მნიშვნელოვანია ქართველი ერის სოლიდარობა რუსი აგრესორის მიერ დაწყებულ ომში. ჩვენ ვუთანაგრძნობთ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ გამძლეობას. მოვუწოდებთ პუტინს, შეწყვიტოს უკრაინაში უდანაშაულო ადამიანების ხოცვა -ჟლეტვა.“- ასეთი შინაარსის მოწოდებები ისმოდა დღეს სამტრედიაში უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე ცალკეულ გამომსვლელთა მხრიდან.