ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი თავს დაცულად ვეღარ გრძნობს, რუსეთის სანაპიროზეც კი.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი, რომ ნოვოროსიისკის მუქარის უკრაინის ნებისმიერი დემონსტრირება გამოწვევა იქნება რუსეთის ფედერაციისთვის.
„2022 წლის 18 ნოემბერს რამდენიმე რუსულმა და უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე ნოვოროსიისკის პორტში ნავთობის ტერმინალზე თავდასხმის შესახებ. ნავთობტერმინალის მიმდებარედ არის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი ბაზა. შავი ზღვის ფლოტი ნოვოროსიისკში მას შემდეგ გადავიდა, რაც უკრაინამ დაარტყა/ თავდასხმა განახორციელა მის ბაზაზე სევასტოპოლში, ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთის სარდლობა სავარაუდოდ შეშფოთებული იქნება ნოვოროსიისკში დაფუძნებული ამფიბიური გემების ფლოტილის საფრთხეებით“, – ნათქვამია მოხსენებაში.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ ეს გემები შედარებით დაუცველები არიან ესკორტის გარეშე და მათ დაიწყეს უფრო მნიშვნელოვანი როლის თამაში უკრაინაში რუსული ჯარების მომარაგებაში. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ქერჩის ხიდი დაზიანდა.
„ნოვოროსიისკზე მუქარა და უკრაინის უნარის ნებისმიერი დემონსტრირება, სავარაუდოდ კიდევ ერთი სტრატეგიული გამოწვევა გახდება შავი ზღვის ფლოტისთვის. ეს ასევე კიდევ უფრო ძირს უთხრის რუსეთის ისედაც დასუსტებულ საზღვაო გავლენას შავ ზღვაზე“, – დასძინა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.
ავტორი