უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმში შესაძლოა დეკემბრის ბოლოს დაბრუნდნენ და რუსეთთან მთელი ომი გაზაფხულისთვის დასრულდება, _ ამის შესახებ იწინასწარმეტყველა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ვოლოდიმირ გავრილოვმა, გადამდგარმა გენერალმა, sky news-თან თქვა, რომ მისი ქვეყანა არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას გამარჯვებამდე.
მისი თქმით, რუსეთში შესაძლოა მოვლენები მოულოდნელად განვითარდეს, რამაც შეიძლება უკრაინას ყირიმის დაბრუნებაში ხელი შეუწყოს.