აშშ–ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, ოთხშაბათს ვაშინგტონში ჩავა. მისი თქმით, ის სიტყვით მიმართავს კოგრესს ერთობლივ სესიაზე.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ 11 დეკემბერს სატელეფონო საუბრისას განიხილეს ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი.
“ეს ვიზიტი ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას უკრაინის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვიზიტი მოიცავს გაფართოებულ სხდომას პრეზიდენტ ბაიდენთან, შეხვედრას პრეზიდენტ ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების გუნდისა და კაბინეტის მთავარ წევრებთან, პრესასთან განცხადებებს, კონგრესის სესიაზე გამოსვლას.
განცხადებაში აღნიშნულია რომ უკრაინულმა მხარემ, პრეზიდენტის ზელენსკის ოფისმა ოფიციალურად მიიღო მოწვევა გასულ პარასკევს. ვიზიტი ოფიციალურად 3 დღის წინ დადასტურდა.
ავტორი