უკრაინის პრეზიდენტი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკის პრესსპიკერმა გაავრცელა.
“კიევში ავტომობილი უკრაინის პრეზიდენტის და ბადრაგის მანქანებს შეეჯახა. სახელმწიფოს მეთაურის თანმხლებმა მედიკოსებმა ლეგკოვიკას მძღოლს სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
ექიმებმა გასინჯეს პრეზიდენტიც. მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
შემთხვევის ყველა გარემოებას სამართალდამცველები გაარკვევენ”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.