რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალებმა მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაიწყეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
“სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი ამოცანები, უკვე დაიწყეს დატვირთვა სარკინიგზო და საგზაო სატრანსპორტო საშუალებებზე და დღესვე დაიწყებენ დაბრუნებას თავიანთ გარნიზონებში ” ,– ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინამ და დასავლეთმა მოახერხეს რუსული ესკალაციის თავიდან აცილება, განაცხადა უკრაინული დიპლომატიის ხელმძღვანელმა დმიტრო კულებამ, რუსეთის სამხედრო გაყვანის დაწყების გამოცხადებიდან მალევე.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ რუსეთის მხრიდან შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება“, – განაცხადა მინისტრმა.
სააგენტო Lefigaro წერს, რომ ეს განცხადება მოსკოვიდან უკან დახევის პირველი ნიშანია დასავლელებთან კრიზისში, რომელიც გრძელდება 2021 წლის ბოლოდან.
უკრაინის საზვართან რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. რამაც კიევში გააჩინა შიში ამ ქვეყანაში გარდაუვალი შეჭრის შესახებ. მოსკოვი ყოველთვის უარყოფდა ომის ნებისმიერ სურვილს, მაგრამ ითხოვდა გარანტიებს მისი უსაფრთხოებისთვის, როგორიცაა დაპირება, რომ უკრაინა არასოდეს შეუერთდება ნატოს, რაზეც დასავლეთი უარს ამბობდა. გაყვანა ასევე ხდება სამშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის, რომელსაც კრემლში მიიღებენ გასულ კვირას მისი ფრანგი კოლეგის ემანუელ მაკრონის ვიზიტის შემდეგ.
14 თებერვალს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაში შეჭრა და თავდასხმისთვის მოულოდნელი საბაბის შექმნა. მოსკოვი კი, უარყოფს მსგავს გეგმებს და დასავლეთს „ისტერიაში“ ადანაშაულებს.
დასავლეთი მოსკოვს უპრეცედენტო სანქციებით დაემუქრა, თუ ის უკრაინას დაესხმებოდა, ხოლო შეერთებული შტატები და რამდენიმე სხვა ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში ახალ ძალებს განათავსებდნენ. რუსეთი კვლავ ატარებს ერთობლივ მანევრებს ბელორუსიაში, რომლებიც 20 თებერვლამდე გაგრძელდება.
[sexy_author_bio]