რუსეთში, ბელგოროდში უკრაინის საზღვართან ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
,,რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის საზღვართან აფეთქების ხმა ისმოდა, ამის შესახებ ორმა თვითმხილველმა Reuters-ს განუცხადა“ – წერს გამოცემა.
როგორც Reuters წერს, რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება ნაგავსაყრელზე საბრძოლო მასალის აფეთქებამ გამოიწვია.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ინციდენტის დროს უკრაინულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სასაზღვრო სოფლებს.
ავტორი