უკრაინელი მეომრები დონეცკის ოლქის ბახმუტის გარეუბანში ფლანგებზე წინ მიიწევენ და ახლოს არიან ქალაქის ტაქტიკურად ალყაში მოქცევასთან,_ ამის შესახებ განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ გააკეთა.
სირსკის თქმით, უკრაინული ძალები ახლა აკონტროლებენ ბახმუტის მცირე ნაწილს, მაგრამ მისი თავდაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას აძლევს მათ დაუყოვნებლივ შევიდნენ ქალაქში სიტუაციის შეცვლისას.
მისი თქმით, მეთაურებთან დეტალურად განიხილეს უკრაინელი სამხედროების ქმედებები და მტრის განადგურების პროცედურა.
”სიტუაცია რთული, მაგრამ კონტროლირებადია”, – დასძინა სირსკიმ.
ინფორმაციისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა ადრე განაცხადა, რომ ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ბახმუტის ალყაში მოქცევა ვერ მოახერხეს და დაკარგეს ქალაქის ირგვლივ სიმაღლეების ნაწილი.