ომის 11 დღის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა 11 ათასზე მეტი ჯარისკაცი, 290 ტანკი და თითქმის 1000 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგეს.
ამის შესახებ ფეისბუქზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
“უბრალოდ, შეხედეთ ამ ციფრებს და გაიგეთ რამდენად ძლიერად ანადგურებს მათ ჩვენი ჯარი. დიახ, საიდუმლო აღარ არის, რომ მტერს ჰქონდა რაოდენობრივი უპირატესობა, მაგრამ ის მთლიანად გათანაბრდა უკრაინის წინააღმდეგობით და უკრაინის ერთიანობით“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 7 მარტამდე: პერსონალი – 11 ათასზე მეტი ადამიანი, ტანკები – 290 ერთეული, ჯავშანტექნიკა – 999, საარტილერიო სისტემები – 117, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები – 50, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 23, თვითმფრინავი – 46, ვერტმფრენი – 68, სატრანსპორტო საშუალება – 454, გემი/ნავი – 3, ტანკები საწვავით და საპოხი მასალებით – 60, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები – 7.
“მონაცემების დაზუსტება მიმდინარეობს. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა”, – დასძინა მალიარმა.