REUTERS-ის ინფორმაციით, ირანის სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, რომ თვითმფრინავი მაღლა მიფრინავდა და ჩამოვარდნამდე ცეცხლში იყო გახვეული.
ირანის გამოძიების, მათ შორის უსაფრთხოების რამდენიმე წყაროს თქმით, თვითმფრინავმა ტექნიკური გაუმართაობა განიცადა და მისი ჩამოვარდნის მიზეზი რაკეტა არ გამხდარა.
შემთხვევას 176 ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმფრინავი რომელიც თეირანიდან კიევში მიფრინავდა აფრენიდან ცოტა ხანში ჩამოვარდა. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე კი ირანმა ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა.































































